პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სწორია პოზიციაა, როდესაც ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მეორე ტურში ღიად არ უჭერენ მხარს.
ლევან იოსელიანის თქმით, პატარა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ არ აითქვიფონ. „ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ. ამით ცდილობენ, საკუთარი პარტიული იდენტობა გადაარჩინონ და ეს სწორია. ახლა პატარა და შუაში მყოფი პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რომელიღაც დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ არ აითქვიფონ“, – განაცხადა იოსელიანმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.