პაპუაშვილი: საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აჰყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს

715

საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აჰყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

„ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და ზრახვებს ავლენს. საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აჰყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.