თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.თელავის მერიის ინფორმაციით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ბეგიაშვილი სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ყარაჯალაში 3,2 კილომეტრი გზის საფარი სრულად მოწესრიგდება და 9000 ადგილობრივი ბენეფიციარი მოწესრიგებული გზის ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 218...
თბილისის ყოფილი მერი და ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა დედაქალაქის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს უხსნის, რა არის მერობა და რა არა. უგულავას თქმით, მერობა ადამიანების თანადგომაა და არა "ფლეიბოივით ქუჩაში სიარული".
"კონკრეტულს რამეს ჰპირდება? ეს, მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის. ეს არ არის მერობა. მერობა არის უამრავი გაჭირვებული ადამიანის თანადგომა. უამრავი...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ აქცია დაიგეგმება, ეს იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავი აქცია.
"ოზურგეთში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივს, მხარდამჭერებს და აქაც, რა თმა უნდა, საუბრის თემა იყო არჩევნები, მივულოცეთ ჩვენს აქტივისტებს, ასევე, მხარდამჭერებს ოზურგეთში პირველ ტურში გამარჯვება, არჩევნების მოგება და რა თქმა უნდა, განვიხილეთ მეორე ტურის საკითხები. რა თქმა უნდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოცივე...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა მელიამ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას მმართველი გუნდი არ მისცემს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ცრუ, გაუგებარ და აბსურდულ დაპირებებს აძლევს.
„სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ეს ცრუ, გაუგებარი, აბსურდული დაპირებები ადრეც გვინახავს და კარგად ვიცით, მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. შესაბამისად,...
ბათუმს არ ექნება პრობლემები არც ბიუჯეტის დამტკიცების ნაწილში და არც სხვა საკითხებთან მიმართებით - ძალიან დიდი რესურსი გვაქვს როგორც ერთპიროვნული, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობით დავაკომპლექტოთ და შესაბამისად დამტკიცდეს როგორც ქალაქის, ასევე მერიის და საკრებულოს შემადგენლობა,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.
„ჩემთვის გასაკვირია, რა უხარიათ „ნაცებს“, ვისთან აპირებენ დასხდომას. „ნაცმოძრაობასთან“, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან, თანამშრომლობა...
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის #56- ში მდებარე შენობის ნაწილს გამაგრება სჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობის ალტერნატიულ სივრცეში ცხოვრების ხარჯებს მერია დაფარავს.
„მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე...
სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედერები ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იქნება.
„დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან...
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს ცალკეულ წევრებთან ითანამშრომლებენ, თუმცა კონკრეტულად ვისთან არ დაუსახელებია.
''აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში. ვისთან ვითანამშრომლებთ ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს'' - განაცხადა კობახიძემ.
''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ''ჩრდილოვანი კაბინეტის'' შექმნას გამორიცხავს.
„არავითარი ,,ჩრდილოვანი კაბინეტი'' არ იქნება, ჩვენ პირველი ტური, ე.წ. რეფერენდუმი დამაჯერებლად მოვიგეთ. ასევე მოვიგებთ მეორე ტურს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ ჩრდილში გადასვლა და...
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატ, იოსებ ხახალეიშვილთან „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ ქუთაისის წარმომადგენლობის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამისა და გარემოს შესახებ იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა შეხვედრაში მონაწილეებს საკუთარი პროგრამა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ქუთაისს დღემდე არ ჰქონია. მისი თქმით, გენერალურ გეგმაში 4 მიმართულებაა: დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული ცენტრი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ეკოქალაქი, ევროპის...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ კანდიდატურა მოხსნას, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობას დაპირდა.
როგორც კობახიძე განმარტავს, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძეს მარტივად შეუძლია მეორე ტურის მოგება.
„ეს არის „ფეიკი“. 5 000 - ხმიანი უპირატესობით მოიგო ავთო თალაკვაძემ პირველი ტური და შეუძლია მარტივად მეორე ტურის მოგებაც. არავისთან კომუნიკაცია ამისთვის არ გვჭირდება“, - აღნიშნავს კობახიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში იწვევს.
შესაბამისი განცხადება ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.
ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 - ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად...
ვარიანსა და ნიქოზში სკვერების მოწყობა იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერები. მათი ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„პროექტების ჯამური ღირებულება 244 100 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს“,- აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკა მელია ცდილობს, თბილისელები მოატყუოს, პენსიების გაზრდასა და სკოლებში უფასო კვებას სჭირდება მილიონობით ლარი, საკითხავია, თანხას რას აკლებს, ჯანდაცვას, თუ სხვა მიმართულებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მელიამ იცის, რომ რეალურად არჩევნების მეორე ტური წაგებული აქვს და ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი.
„ცდილობს, ხალხი, თბილისელები მოატყუოს. სრული აბსურდია, რაც წერია ბანერებზე, მათ შორის...
გვაქვს ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტიას „საქართველოსთვის“, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“.
„პირველი, გახარია საერთოდ აღარ არის აქტუალური პირველი ტურის შემდეგ. მეორე, რაც შეეხება ამომრჩევლებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ...
რიტორიკა არასდროს შემიცვლია, მოყოლებული 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც 1-ელ ოტომბერს გავიმარჯვეთ ძალადობაზე, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, პოლიტიკური იდილია ვერ იქნება.
„როდესაც პოლიტიკური აგრესიიდან დაცლილ იდილიაზე ვსაუბრობთ, აქ "ნაციონალური მოძრაობა" არ და ვერ განიხილება ვერასდროს. მიშას სექტა დაფუძნებულია ბოროტებაზე, სიძულვილზე და საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი. რატომ ჰგონიათ,...
წინა სტატია
პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მისი მხრიდან კანონდარღვევა იყო, რის გამოც მართებულად მიაჩნია, გადაიხადოს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
როგორც კუჭავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თანხას „სოლიდარობის ფონდს“ გადაურიცხავს.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































