საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა მელიამ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას მმართველი გუნდი არ მისცემს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ცრუ, გაუგებარ და აბსურდულ დაპირებებს აძლევს.
„სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ეს ცრუ, გაუგებარი, აბსურდული დაპირებები ადრეც გვინახავს და კარგად ვიცით, მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო.
რა დაპირებაც ჩვენ გვქონია, ეს არის რეალისტური და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, გპირდებით, ვიდრე ეს საარჩევნო კამპანიის წინ იყო დაპირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.