„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ კანდიდატურა მოხსნას, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობას დაპირდა.
როგორც კობახიძე განმარტავს, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძეს მარტივად შეუძლია მეორე ტურის მოგება.
„ეს არის „ფეიკი“. 5 000 – ხმიანი უპირატესობით მოიგო ავთო თალაკვაძემ პირველი ტური და შეუძლია მარტივად მეორე ტურის მოგებაც. არავისთან კომუნიკაცია ამისთვის არ გვჭირდება“, – აღნიშნავს კობახიძე.