კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტია „საქართველოსთვის“, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს

281

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტიას „საქართველოსთვის“, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ  „ქართულ ოცნებას“.

„პირველი, გახარია საერთოდ აღარ არის აქტუალური პირველი ტურის შემდეგ. მეორე, რაც შეეხება ამომრჩევლებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პარტიას, აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს.

ასეთია დაახლოებით 2/3 შესაბამისი ამომრჩევლისა. ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, ანუ დაახლოებით 2/3 იმ პარტიის ამომრჩევლების. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძვირფასია მათი ხმები და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ანუ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.