რიტორიკა არასდროს შემიცვლია, მოყოლებული 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც 1-ელ ოტომბერს გავიმარჯვეთ ძალადობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, პოლიტიკური იდილია ვერ იქნება.
„როდესაც პოლიტიკური აგრესიიდან დაცლილ იდილიაზე ვსაუბრობთ, აქ “ნაციონალური მოძრაობა” არ და ვერ განიხილება ვერასდროს. მიშას სექტა დაფუძნებულია ბოროტებაზე, სიძულვილზე და საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი. რატომ ჰგონიათ, რომ მარტო თავად არიან პოლიტიკური ძალა? უამრავი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსია ქვეყანაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.