ვარიანსა და ნიქოზში სკვერების მოწყობა იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერები. მათი ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„პროექტების ჯამური ღირებულება 244 100 ლარს შეადგენს.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს“,- აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.