პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც ერთ მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას არ მისცემენ. მისივე თქმით, ოცივე მუნიციპალიტეტში არჩევნები უნდა მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“. „არც ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ მივცემთ „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას. მაგალითად, იმის საშუალებას, რასაც გიგი უგულავა აკეთებდა 2012-2014 წლებში, როდესაც საბოტაჟით დააზარალა თბილისელები და ნაცვლად ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა საკითხებისა, მთელი თანხები მიმართა საკუთარი აქტივის...
ტექნიკურად შეუძლებელი იყო ამ არჩევნებზე ID რეგისტრატორების პილოტირება - სამომავლოდ, როდესაც გვექნება არჩევნები დიდი სურვილი გვაქვს ამ ტექნოლოგიური საშუალების პილოტირება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, ID რეგისტრატორების გამოყენება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს მოხსნის. „ტექნიკურად შეუძლებელი იყო ამ არჩევნებზე ID რეგისტრატორების პილოტირება. ვადასტურებ ღრმა სურვილს იმის თაობაზე, რომ ID რეგისტრატორების პილოტირება და...
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „აფხაზეთის კუთხე“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ზუგდიდის...
კონკრეტულად სად აშენდება რეგიონალური ნაგავსაყრელი კახეთში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, პანდემიის გამო, დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ გამოცემა "სპექტრს" კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა. „ჯერ კიდევ დიალოგის პროცესში ვართ. დაგეგმილი გვქონდა ჩამოსვლა, მაგრმ პანდემიის გამწვავების გამო, გავჩერდით. როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურდება, მოსახლეობასთან შეხვედრებს განვაგრძობთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თელავის მცხოვრებლებთან. სავარაუდო ლოკაციად...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზურაბ უტიაშვილი, უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. "მერის უფლებამოსილება არჩილ ხანდამაშვილისგან ოფიციალურად გადმოვიბარე და შევუდექი ჩემი საქმის შესრულებას. ვფიქრობ, თითოეული გურჯაანელის უშუალო ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ყველა იმ საკითხის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად იყო დაყენებული...
გორის ყოფილი მერის, კანდიდატურა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება. ამ ინფორმაციას თავად კონსტანტინე თავზარაშვილი ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერჯერობით არსად მუშაობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. შეთავაზების შემთხვევაში ამ პოზიციაზე უარს არ ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ ოფიციალური შეთავაზება აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დროისთვის არავისგან მიუღია. “იყო საუბრები, რომ ამ თანამდებობაზე განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა, თუმცა შეთავაზება ჯერ არ ყოფილა. ამიტომ...
"ქართული ოცნების" მიერ გამართული აქციის გამო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში საუბნო კომისიები დაკეტილი იყო. მიზეზი აქციაზე კომისიის წევრების წაყვანა გახდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ამ გადაწყვეტილებამ ამომრჩეველს პრობლემები შეუქმნა, რადგან გადასატანი ყუთების სიების რეგისტრაციის ვადა სწორედ გუშინ იწურებოდა და ამის გამო, მოქალაქეების ნაწილმა სიაში დარეგისტრირება ვერ შეძლო. ერთ-ერთი საუბნო კომისიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომისიის თავმჯდომარეც, მდივანიც და მისი მოადგილეც, გუშინ თავისუფლების მოედანზე...
ამ არჩევნებზეც, მეორე ტურის დროსაც იქნება დისბალანსი, რადგან დღეს არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებობს ზუსტად ისეთი შემთხვევები, როდესაც ლეგიტიმური დისბალანსები უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დარღვევა იქნება, თუ კომისია არსებულ დისბალანსს გაასწორებს და გარკვეულ ბალანსს გამოიყვანს. „თუ ადამიანი სიღრმისეულად არ არის ჩახედული საარჩევნო პროცედურებში, საარჩევნო რეგულაციებში შეიძლება რიგ შემთხვევებში რთულიც კი იყოს გაგება იმისა,...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მანანა ნარიმანიძე მოადგილეებს უახლოეს მომავალში დაასახელებს. „იგი მერიაში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად მივიდა, სადაც მას უკვე ყოფილი მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დახვდა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღნიშნულ შეხვედრაზე მანანა ნარიმანიძემ დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებსა და...
ჩვენ არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ. არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ, თუ საერთოდ არ მივალ არჩევნებზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. ვიცესპიკერმა განმარტა, რომ როცა არჩევანი არ არსებობს, უმჯობესია არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავო. ამასთან, იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ ამბად არ მიაჩნია. „ჯერ არჩევნები უნდა...
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სკოლებში კვების თემაზე მუშაობა ორი წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და მათ პირველ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურის მოკვლევის და მეორე მხრივ კვების რაციონის შედგენის მიმართულებით ეთხოვათ დახმარება. თუმცა Unicef-ის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ უგულავა ამბობს, რომ არანაირი მენიუ და მით უფრო ფინანსური ნაწილი შედგენილი არ ყოფილა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. „მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ 2019 წლის ბოლოს დავუკავშირდით Unicef-ის...
მარნეულის ახლადარჩეული მერი კენან ომაროვი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 28 ოქტომბერს, შეუდგა. ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, 10 საათზე, მივიდა. „მოგახსენებთ, რომ დღეს ჩემი პირველი დღეა მარნეულის მერის პოზიციაზე. დღეიდან გადავდივართ ახალ სამუშაო რეჟიმზე. ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას და მთელ მარნეულს. ერთად უნდა ვიზრუნოთ მარნეულის განვითარებაზე“. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, რა არის ის მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებითაც ომაროვი მერად...
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია. მან ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში დააყენებს. მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე. როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ბოლო 9 წელში მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ქალები არიან წასული, რომლებიც საქართველოში ღირსეული პირობების შექმნის შემდეგ უნდა დააბრუნონ: "ბოლო 9 წლის...
მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, ჩემო სიყმაწვილის ქალაქო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით, - ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს. მისი სიტყვებით, პირველი დიდი რაუნდი მოიგეს და ერთობამ გაიმარჯვა. მანვე მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მისცენ მეორე ტურშიც. გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნა, რომ "ბაბაიაგა" არ არის და მერიაში დასაქმებულ ყველა კვალიფიციურ, ღირსეულ ადამიანთან...
2018 წელს თბილისის მერიამ ახალი ონლაინ პლატფორმა, "შენი იდეა ქალაქის მერს" ჩაუშვა, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს თავიანთი იდეების მერიისთვის წარდგენა შეეძლოთ. ინიციატივას დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა მოქალაქეების იდეები თბილისის მერიამ ნაკლებად განახორციელა. 1300-ზე მეტი განაცხადიდან, მუნიციპალიტეტმა თანხმობა მხოლოდ სამ პროექტზე გასცა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. 21 მოქალაქის იდეა ორ წელზე მეტია განხილვის რეჟიმშია. მოქალაქეები მერიისგან ამ დრომდე შესაბამის პასუხებს ელოდებიან. ერთ-ერთი ასეთი...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან შედარებით რამდენჯერმე მეტი ადამიანი მივიდა 27 ოქტომბერს მათ აქციაზე. მან აქციასთან დაკავშირებით, მათ შორის გამართვის მიზეზზე "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. "ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა არის ძალის დემონსტრირება და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს ალბათ მიზანშეწონილი, თუმცა მე ერთხელ ხატოვნად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ