ანზორ მელია ზუგდიდელებს: ხმა მომეცით, ამათი ნუ შეგეშინდებათ

781

მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, ჩემო სიყმაწვილის ქალაქო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით, – ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი სიტყვებით, პირველი დიდი რაუნდი მოიგეს და ერთობამ გაიმარჯვა. მანვე მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მისცენ მეორე ტურშიც. გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნა, რომ “ბაბაიაგა” არ არის და მერიაში დასაქმებულ ყველა კვალიფიციურ, ღირსეულ ადამიანთან ითანამშრომლებს. ანზორ მელიას სიტყვებით, მერია კორუფციისგან უნდა გაათავისუფლოს. ის ასევე დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ სკოლაში 14 ათასამდე ბავშვს უფასო კვება უნდა ჰქონდეს.

“ხმა მომეცით, 30-ში მოდით. ამათი ნუ შეგეშინდებათ. ზეწოლას უარი. მე ვიქნები ყველას მეგობარი მერი. ჩემი, როგორც ექიმ აზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია. ისე იქნება მერობის დროს”, – აღნიშნა ენმ-ს კანდიდატმა.

ანზორ მელიას თქმით, ის გამარჯვების შემთხვევაში იქნება ყველას მერი, განურჩევლად მოქალაქეტა პოლიტიკური კუთვნილებისა. ამბობს, რომ საკმარისია სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება. ეს წარსულს უნდა ჩააბარონ.

“მე მინდა ჩემი ზუგდიდი დავამსგავსო იმ ქალაქს, რომელიც იყო ჩემი ახალგაზრდობის დროს. 15 წელიწადი ზუგდიდში ვცხოვრობდი, სიკეთის, სილამაზის, ურთიერთობის სიყვარულის ქალაქში. ზუგდიდს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ გვინერგავენ მუდმივად, რომ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, უნდა ვიყოთ ღარიბები, ქუთაისიდან უნდა ავიღოთ ბილეთები და 35 ევროდ გავფრინდეთ უცხოეთში. როგორც რაისა გორბაჩოვა ამბობდა, კარგია საქართველო ქართველების გარეშე, ისე უნდათ ამათ საქართველო, მაგრამ ვერ მოესწრებიან, იმიტომ, რომ თქვენ ჩვენთან დგახართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. მე ამის მჯერა.

მე დამწამეს ცილი, რომ ზუგდიდი არ ვიცი, რადგან 15 წლის შემდეგ მხოლოდ მშობლებთან ჩამოვდიოდი, ისიც რამდენიმე დღით. იცით, რომ ექიმის პროფესია მძიმეა და არ შეიძლება ავადმყოფების მიტოვება. მაგრამ, ზუგდიდშიც რომ ვცხოვრობდი, ქალაქის ცენტრის გარდა, პიონერთა სასახლის გარდა, დადიანის კინოთეატრის გარდა არაფერი არ ვიცოდი. არ იცისო სოფლები. ახლა ბატონო მთვრობა, მომისმინეთ, ყველა სოფელი ორჯერ შემოვიარე, ათიათასობით ადამიანს შევხვდი. ღმერთის, რომ არ მომკლა ისე, რომ არ მენახა ჩემი მეგრელი ხალხის სიყვარული ჩემს მიმართ და ჩემი ნიკას მიმართ. როცა შევდივარ სოფლებში, ამ მოწესრიგებულ ეზოებში, მეხვევიან. ამაზე დიდი ბედნიერება მშობლისთვის არ არის”, – განაცხადა ანზორ მელიამ.