ამ არჩევნებზეც, მეორე ტურის დროსაც იქნება დისბალანსი, რადგან დღეს არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებობს ზუსტად ისეთი შემთხვევები, როდესაც ლეგიტიმური დისბალანსები უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დარღვევა იქნება, თუ კომისია არსებულ დისბალანსს გაასწორებს და გარკვეულ ბალანსს გამოიყვანს.
„თუ ადამიანი სიღრმისეულად არ არის ჩახედული საარჩევნო პროცედურებში, საარჩევნო რეგულაციებში შეიძლება რიგ შემთხვევებში რთულიც კი იყოს გაგება იმისა, რომ რეალური, ლეგიტიმური ე.წ. დისბალანსი არსებობდეს. მართლაც არსებობს და უფრო მეტსაც გეტყვით. ამ არჩევნებზეც იქნება დისბალანსი, მეორე ტურის დროს, რადგან დღეს არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებობს ზუსტად ისეთი შემთხვევები, როდესაც ლეგიტიმური დისბალანსები უნდა არსებობდეს და ზუსტად, სადაც ასეთი ტიპის დისბალანსები უნდა არსებობდეს და იქ იქნება მანიპულაცია, კომისია გაასწორებს ამ ბალანს და თითქოს და გარკვეულ ბალანსს გამოიყვანს – ეს იქნება ზუსტად პრობლემა და ეს იქნება მნიშვნელოვანი გადაცდომა და დარღვევა, რომელიც შეიძლება იმ კონკრეტულ იზოლირებულ შემთხვევაში არსებობდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.