მმართველი პარტიის შემოწირულებებში კორუფციის რისკების შემცველი შემთხვევები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% - 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური...
თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თელავში არსებული სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება, თუმცა, პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივ მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში რუსთავში მცხოვრებ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ და მფლობელობაში არსებული ნაგებობები დაუკანონდებათ. ამასთან, როგორც კირკიტაძე ვიდეო-მიმართვაში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დაპირებები და რუსთავში არსებული რეალობა აცდენილია. „როდესაც მე რუსთავის მერი გავხდები, მეორე დღიდან, დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, რომ რუსთავში 15 ათასმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი მიიღოს, რუსთაველებს დაუკანონდეთ საკუთრება, რომელიც მათ...
ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წვალების მიუხედავად უმრავლესობა ვერ შექმნა, - ასე გამოეხმაურა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ადგილობრივ საკრებულოში „გახარია-საქართველოს" პარტიის წევრი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად დააანონსა, რომ ბრძოლას შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით იწყებდა. „რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელიც აკონტროლებს სუსს და პროკურატურას, მან პირდაპირ დაგვიანონსა, რომ ბრძოლას იწყებდა შანტაჟით,...
„თბილსერვის ჯგუფმა", დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 300, 400 და 600 მმ დიამეტრის მილები, ჯამში, 70 მეტრის სიგრძეზე მოეწყო, ასევე, დამონტაჟდა 12 წვიმმიმღები ჭა. “დემეტრე თავდადებულისა და გადამკვეთ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის არარსებობა, მიწისქვეშა წყლების დაგუბებას იწვევდა. უხვი ნალექის დროს კი ტერიტორია იტბორებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებს პანდემიის მიუხედავად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს, პირველი ტურის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში, გამჭვირვალედ ჩატარებას, რათა არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლები...
წინა სტატია "როგორც ჩანს, დამაფასეს, სხვა პოლიტიკურ ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“ ქალაქში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი კირთაძის თქმით, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება". „როგორც ჩანს, დამაფასეს. სხვა პოლიტიკურ ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“ ქალაქში, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება". იციან, რომ პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურშიც პირწმინდად...
„მიუხედავად პანდემიისა, წელსაც, ბიუჯეტი ზრდით იგეგმება. ის არის უპრეცედენტო ისტორიულ მაქსიმუმზე - 436 მილიონი ლარით განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის საერთო მოცულობა 135 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ამ დაფინანსების ფარგლებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა იგეგემება. ამით, რეგიონის ათასობით მცხოვრები ისარგებლებს. ჩვენი მთავარი...
ყველა არსებული ფაქტორის მიუხედავად, რაც იყო, გახარიას ფაქტორი, რომელმაც განაპირობა 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური, სააკაშვილის შემოსვლა, რომელმაც თავისი ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა, არჩევნები მოვიგეთ, 47% ავიღეთ, ძალიან სერიოზული შედეგი დავდეთ და ყველა სპეკულაცია რეფერენდუმზე დასრულებულია, რიგგარეშე არჩევნების თემა მოხსნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილს თავში მხოლოდ ის აქვს, რაიმენაირად დაიბრუნოს ძალაუფლება...
ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის გიორგი კირთაძის წინააღმდეგ პლაკატები გამოფინეს წარწერით - "გიორგი კირთაძე გამყიდველია“. ამასთან, პლაკატებზე წერია, რომ გიორგი კირთაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის დროს ბათუმში 72 ქონება, მათ შორის იუნკერთა საფლავები ერთ ლარად გაასხვისა. ოპოზიციაში პლაკატების გაკვრაში "ქართული ოცნებას" ადანაშაულებენ. ბათუმის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - გიორგი კირთაძე და არჩილ ჩიქოვანი. პირველ ტურში კირთაძემ 41,965% აიღო, არჩილ ჩიქოვანმა 41,075%.
ჩემი ბოლო ორ თვიანი საარჩევნო კამპანიის დროს შემოვიარე ყველა მუნიციპალიტეტი და მე იქ, რა თქმა უნდა, ჩემი დაპირებებიც გავეცი, ჩემი ხედვა ავუხსენი ჩვენს მოსახელობას, ვუთხარი, რას ვაპირებთ, როგორ გვესახება და წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის და რეგიონების განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის პირადად იქნება ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში, პროცესში და პირადად...
წინა სტატია მიხარია, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით თქმით, უკვე დაიწყო პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში - დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაახლოებით, 34 ჰექტრის ათვისება მოხდა. აქედან 19 ჰექტარი მთლიანად რეაბილიტირებულია....
წინა სტატია გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება, - ასე შეაფასა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ, ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვება. მისი თქმით, პარტია პოზიციას არ შეიცვლის და გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი ღირებულებებისთვის. „ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო, ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე...
ფოთსა და სენაკში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები გაიხსნა. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. მათივე ცნობით, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. „შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა დაათვალიერეს. პროექტი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა...
თბილისის ბიუჯეტი სულ 1 მილიარდ 200 მილიონია. ჩვენ რომ მივედით 825 მილიონი იყო და ჩვენი მისვლის შემდეგ გაიზარდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, დახლოებით 2 მილიარდიანი დაპირებები გასცა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი. „თბილისის ბიუჯეტიდან 350 მილიონი არის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, 500...
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ნიკა მელიას გუნდი მსჯელობდა, რომ ფართების დაკანონება უნდა დაიწყონ მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამ პროცესით ვიყავით დაკავებული, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ რაც კახა კალაძე თბილისის მერიაში მივიდა, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მუნიციპალურ ფართებში მცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრისები დაეკანონებინა. „დღეის მდგომარეობით 2 500 ოჯახისთვის გვაქვს ფართი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ