დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო

258

„თბილსერვის ჯგუფმა”, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 300, 400 და 600 მმ დიამეტრის მილები, ჯამში, 70 მეტრის სიგრძეზე მოეწყო, ასევე, დამონტაჟდა 12 წვიმმიმღები ჭა.

“დემეტრე თავდადებულისა და გადამკვეთ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის არარსებობა, მიწისქვეშა წყლების დაგუბებას იწვევდა. უხვი ნალექის დროს კი ტერიტორია იტბორებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“,- აცხადებენ მერიაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.