თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

246

თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თელავში არსებული სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება, თუმცა, პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივ მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.