ხმალაძე: ნიკა მელიას გუნდი დგას და ფართების დაკანონებაზე მსჯელობს მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამ პროცესით ვიყავით დაკავებული

308

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ნიკა მელიას გუნდი მსჯელობდა, რომ ფართების დაკანონება უნდა დაიწყონ მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამ პროცესით ვიყავით დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ რაც კახა კალაძე თბილისის მერიაში მივიდა, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მუნიციპალურ ფართებში მცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრისები დაეკანონებინა.

„დღეის მდგომარეობით 2 500 ოჯახისთვის გვაქვს ფართი დაკანონებული. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ნიკა მელიას გუნდი დგას და მსჯელობს, უნდა დავიწყოთ ფართების დაკანონება. არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, მეხსიერებიდან ამოეშალათ თუ ნამუსი დაკარგეს, არ ვიცი. მსჯელობენ, რომ ეს არის ოპტიმალური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტი ამ ფართს ვერ იყენებს.

არც ერთხელ არ გაუკეთებია ფართების დაკანონება წინასაარჩევნო პერიოდის გარდა, მაშინ, როდესაც ჩვენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამ პროცესით ვიყავით დაკავებული და 2500 ოჯახს დავუკანონეთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.