ზუგდიდში, ენმ-ს ოფისის ხელმძღვანელი ანი წითლიძე ამბობს, რომ ქალაქში არცერთ უბანზე დაცული არ არის 100 მეტრიანი დისტანცია და უბნებზე ე.წ. ძველი ბიჭები და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ამომრჩეველზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
წითლიძის თქმით, ამის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ.
"ქალაქის არცერთ უბანზე არ არის დაცული 100 მეტრიანი დისტანცია და მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პოლიცია არ აკეთებს არაფერს....
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული სახის ხარვეზები:
N5 ისნის 21-ე საარჩევნო უბანი გაიხსნა 07:30 საათზე, რადგანაც თავმჯდომარემ დაკარგა უბნის გასაღები.
N6 სამგორის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის მდივანმა არ მიიღო პარტიის წარმომადგენლის საჩივარი, რადგან მისი განმარტებით საჩივარი არ იყო კვალიფიციურად შედგენილი.
N5...
მარტვილში 31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
"გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე!" - ყვიროდა ახალგაზრდა კაცი.
თბილისის #67-ე სკოლაში, სადაც #3 და #4 საარჩევნო უბნებია მოწყობილი, ხმაური იყო. „მპმ ჯორჯიას” სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმომადგენლის, ეთერ კაპანაძის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ანოვას” წევრი ელენე ქობალია, უბანზე ბეიჯის გარეშე საეჭვო ეგზიტპოლს ატარებს.
მისივე თქმით, ელენე ქობალია ამომრჩეველს საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ გაურკვეველი შინაარსის ფურცლების შევსებას და მათ ყუთში მოთავსებას სთხოვს. ეთერ კაპანაძემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა და მათი თანდასწრებით გახსნა აღნიშნული ყუთი.
ზუგდიდში 20-ე უბანზე დამკვირვებლები, გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
მანამდე ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. როგორც მუმლაძე აცხადებდა, მას რამდენიმე ადამიანი მიუვარდა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო, რომ იგი არ იყო ზუგდიდელი და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
მუმლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდა ირაკლი ჩიქოვანისგან, რომელიც უბანთან ინციდენტის შემდეგ მივიდა.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი...
ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის მწარმოებელ კვლევით კომპანიებს მოუწოდებს, გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები, რომ მოქალაქეებს უბნის გარეთ გაესაუბრონ, ასევე, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.
„როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ...
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ სცენისა და აპარატურის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს.
როგორც წესი, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 20 საათიდან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სწორედ პარტიის ოფისთან იკრიბებიან და მათ პარტიის ლიდერების სცენიდან მიმართავენ ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხმის მისაცემად მივიდა, ხმაური იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საარჩევნო უბანზე კამერებით სამაგიდო სიების გადაღება არ უნდა მოხდეს. აღნიშნულის გამო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს „პირად ტელეფონებში "ჩახედვაში" ადანაშაულებდნენ“.
„როცა საკუთარ ძალებში აღარ ხარ დარწმუნებული, ასე იქცევი. რა თქმა უნდა, ეს არის...
„სამწუხაროდ, პროვოკაციები უკვე დაიწყეს, თავის ხელწერას არ იშლიან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რუსთავში ე.წ. კარუსელის იმიტაციის შექმნას დრონებით ეცდება.
„მაგალითად, რუსთავში, კირკიტაძეს დრონები აქვს ნაქირავები და თავისი ხალხით, რაღაც სპექტაკლების დადგმა უნდა. 5 დრონი აქვს ნაქირავები და ცდილობს ვითომ „კარუსელების“ იმიტაციის შექმნას. თან, ამას აკეთებს თავისი ხალხით. წარმოგიდგენიათ? დრონით როგორ უნდა დააფიქსირო...
ჩვენი საქმეა მთელი საარჩევნო პროცესის დაკვირვება, ამისთვის ვიმყოფებით ჩვენ აქ. საარჩევნო დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მას. წინასწარ დასკვნებს და შეფასებებს ხვალ წარვადგენთ, - ამის შესახებ ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო შეფასებას რამდენიმე კვირაში გაავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ ვაფასებთ მთელს საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 154 163 ადამიანია.
ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 9.2% ხოლო ყველაზე დაბალი - 5.1% მცხეთა მთიანეთში.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში დილიდან ე.წ. კარუსელის დატრიალების და ფულის დარიგების შემთხვევები გამოვლინდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მე-7 საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე მოქალაქე ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა, ამასთან, ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა მე-40 უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან.
"მე-7 საარჩევნო უბანზე იყო "კარუსელის" მცდელობა, მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ეს არის ის გაყალბების სქემა და მექანიზმი,...
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებმ", რომელიც არჩევნების მეორე ტურს აკვირდება, 11 საათისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში 5, საოლქო კომისიებში კი 3 საჩივარი დაწერა. ორგანიზაცია უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ, აგრეთვე, გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ძირითადი დასკვნები 11:00-სთვის
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა. თუმცა,...
დარღვევები პანკისის ხეობაში - სოფელ დუისში "ქართული ოცნების" შტაბის უფროსს გურამ ხანგოშვილს ხმის მიცემა სიძის პირადობის მოწმობით სურდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ფაქტი ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შეამჩნია "ოცნების" წევრმა თქვა, რომ სიძე საზღვარგარეთ ჰყავს და პირადობა მას დაუტოვა.
უბანზე ფაქტი აღკვეთეს.
ღიად თქვეს, ვიყიდით, დავაშინებთ, „ქართული ოცნება“ ამას გააგრძელებს. სამწუხაროდ, ვიღაცები ამას გაუძლებენ, ვიღაცები ვერ გაუძლებენ, მაგრამ ჩვენთვის ეს პოზიტიური პროცესია - ჩვენ არასდროს გვექნება ისეთი ფინანსური რესურსი, როგორც „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ბათუმის შემდეგ მის პარტიას სხვა ქალაქის საკრებულოების წევრებიც დატოვებენ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ვინც გასაყიდია,...
ხმაური იყო ბათუმში მე-9 საარჩევნო უბანზე - კომისიის თავმჯდომარემ დალუქული ბიულეტენები საუბნო კომისიის წევრების გარეშე გახსნა, რასაც არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის გამო უბანი 7-8 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილზე მივიდა 79-ე კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უბანზე მყოფ კომისიის თავმჯდომარეს დარღვევის გამო შენიშვნა მისცა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































