თბილისის #67-ე სკოლაში, სადაც #3 და #4 საარჩევნო უბნებია მოწყობილი, ხმაური იყო. „მპმ ჯორჯიას” სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმომადგენლის, ეთერ კაპანაძის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ანოვას” წევრი ელენე ქობალია, უბანზე ბეიჯის გარეშე საეჭვო ეგზიტპოლს ატარებს.
მისივე თქმით, ელენე ქობალია ამომრჩეველს საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ გაურკვეველი შინაარსის ფურცლების შევსებას და მათ ყუთში მოთავსებას სთხოვს. ეთერ კაპანაძემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა და მათი თანდასწრებით გახსნა აღნიშნული ყუთი.