ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხმის მისაცემად მივიდა, ხმაური იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საარჩევნო უბანზე კამერებით სამაგიდო სიების გადაღება არ უნდა მოხდეს. აღნიშნულის გამო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს „პირად ტელეფონებში “ჩახედვაში” ადანაშაულებდნენ“.
„როცა საკუთარ ძალებში აღარ ხარ დარწმუნებული, ასე იქცევი. რა თქმა უნდა, ეს არის განწირული ქმედებები, რომელსაც ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ესეც არის ინდიკატორი, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მშვიდი, თავისუფალი ქალაქისა და ქვეყნისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.