ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია

250

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 154 163 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 9.2% ხოლო ყველაზე დაბალი – 5.1% მცხეთა მთიანეთში.

ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.