ჩვენი საქმეა მთელი საარჩევნო პროცესის დაკვირვება, ამისთვის ვიმყოფებით ჩვენ აქ. საარჩევნო დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მას. წინასწარ დასკვნებს და შეფასებებს ხვალ წარვადგენთ, – ამის შესახებ ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო შეფასებას რამდენიმე კვირაში გაავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ ვაფასებთ მთელს საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს, საჩივრებს. ხვალ გავავრცელებთ განცხადებას წინასწარი შეფასებებისა და დასკვნების შესახებ. ჩვენ გვყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე და დღეს საღამოს და ხვალ დილით ადრე მათგან მივიღებთ ინფორმაციას და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს შეფასებებსა და დასკვნებს,“- აღნიშნა ალბერტ იონსონმა.