ხმაური ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე – კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცეს

215

ხმაური იყო ბათუმში მე-9 საარჩევნო უბანზე – კომისიის თავმჯდომარემ დალუქული ბიულეტენები საუბნო კომისიის წევრების გარეშე გახსნა, რასაც არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის გამო უბანი 7-8 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ადგილზე მივიდა 79-ე კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უბანზე მყოფ კომისიის თავმჯდომარეს დარღვევის გამო შენიშვნა მისცა.