“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის წინ სცენისა და აპარატურის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს.
როგორც წესი, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 20 საათიდან, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სწორედ პარტიის ოფისთან იკრიბებიან და მათ პარტიის ლიდერების სცენიდან მიმართავენ ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.