დუისში “ოცნების” შტაბის უფროსი ხმის მიცემას სიძის პირადობით აპირებდა

305

დარღვევები პანკისის ხეობაში – სოფელ დუისში “ქართული ოცნების” შტაბის უფროსს გურამ ხანგოშვილს ხმის მიცემა სიძის პირადობის მოწმობით სურდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ფაქტი ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შეამჩნია “ოცნების” წევრმა თქვა, რომ სიძე საზღვარგარეთ ჰყავს და პირადობა მას დაუტოვა.

უბანზე ფაქტი აღკვეთეს.