თავმჯდომარემ გასაღები დაკარგა, რის გამოც საარჩევნო უბანი გვიან გაიხსნა – რა ხარვეზები და დარღვევები დააფიქსირა “მრავალეროვანმა საქართველომ”

279

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული სახის ხარვეზები:

  1. N5 ისნის 21-ე  საარჩევნო უბანი გაიხსნა 07:30 საათზე, რადგანაც თავმჯდომარემ დაკარგა უბნის გასაღები.
  2. N6 სამგორის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის მდივანმა არ მიიღო პარტიის წარმომადგენლის საჩივარი, რადგან მისი განმარტებით საჩივარი არ იყო კვალიფიციურად შედგენილი.
  3. N5 ისნის 22-ე საარჩევნო უბანზე, ულტრაიისფერი ფარანის დაზიანების გამო ვერ მოხდა ამომრჩევლების უბანზე დროულად შეშვება.
  4. N5 ისნის 28-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლები კაბინიდან გამოდიან გაუკეცავი ბიულეტენებით და კომისიის წევრების მიერ არ ხდება მათთვის მითითება.
  5. N4 კრწანისის 27-ე საარჩევნო უბანზე ხმის დამთვლელი ელექტორნული მოწყობილების დაზიანების გამო ვერ ხდება ამომრჩევლების მიღება.
  6. N6 სამგორის 75-ე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა სხვა, კერძოდ, პირველი ტურის ბიულეტენები.
  7. N5 ისნის 46-ე საარჩევნო უბანზე, მოხდა წილისყრის პროცედურის ჩატარების წესის დარღვევა.
  8. N20 რუსთავის მე-40 საარჩევნო უბანზე, არ მოხდა საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოება, კერძოდ, მონაცემები არ იქნა შეტანილი სადემონსტრაციო ოქმში.
  9. N20 რუსთავის მე-40 უბანზე, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის (,,ქართული ოცნება“) მიერ ხორციელდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვა.
  10. N20 რუსთავის 35-ე საარჩევნო უბანზე, პარტიის წარმომადგენლი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) იჯდა რეგისტრატორის გვერდით და ახდენდა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებას, ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა.
  11. N20 რუსთავის 34-ე საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) იჯდა რეგისტრატორის გვერდით, ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა.
  12. N20 რუსთავის 35-ე საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) იჯდა რეგისტრატორის გვერდით, ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა.
  13. N6 სამგორის 29-ე საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული ვიდეოკამერა არ იყო შეფუთული, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.
  14. N20 რუსთავის 39-ე საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი პარტიის (,,ქართული ოცნება“) წარმომადგენელი ახორციელებს ამომრჩეველთა აღრიცხვას.
  15. N20 რუსთავის 39-ე საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი პარტიის (,,ნაციონალური მოძრაობის“) წარმომადგენელი ზის რეგისტრატორის გვერდით და ტელეფონის მეშვეობით ახორციელებს ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებას.
  16. N20 რუსთავის 56-ე საარჩევნო უბანზე, ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება.
  17. N20 რუსთავის 47-ე საარჩევნო უბანზე, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახდენდა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებას და ერეოდა კომისიის წევრის, კერძოდ რეგისტრატორის საქმიანობაში.
  18. N20 რუსთავის 37-ე საარჩევნო უბანზე, არ განხორციელდა სადემონსტრაციო ოქმში მონაცემების შეტანა. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა.
  19. N20 რუსთავის 36-ე საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორების მიერ ცალკე ფურცელზე ხდებოდა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება, რაზეც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.
  20. N20 რუსთავის 70-ე საარჩევნო უბანზე, ,,საზოგადოებრივი გაერთიანება საქართველოსა“ და ,,სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის დამკვირვებლებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის ახორციელებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოთხ საარჩევნო ოლქში: N4 კრწანისის, N5 ისანის, N6 სამგორის და N20 რუსთავის საარჩევნო ოლქებში.

სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება 170 მოკლევადიანი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის,  საოლქო საარჩევნო კომისიისა და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო პროგრამას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.