„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის მე-14 უბანზე თანხის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, რასაც ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე თავდასხმა მოჰყვა.
როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მე-14 უბანზე აღმოჩენილ სიებში მიწერილია თანხების ოდენობები და კოორდინატორებს უბნის გარეთ ხელში უჭირავთ ის სიები, რომელიც არის სამაგიდო.
“ქუთაისის მე-14 უბანზე მოხდა თანხების გადაცემა, იმ ფურცელზე, რომელიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ჰქონდა, თანხებია მიწერილი. ამავე...
ფოთში მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძემ გადაწყვიტა საარჩევნო პროცესი უშუალოდ გააკონტროლოს და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან - დედასთან და მამასთან მივიდა. მთავარი არხის კამერამ ის დააფიქსირა, თუმცა ვაჭარაძე უბანზე ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტს უარყოფს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თავად ვაჭარაძე ამბობს, რომ დედამისი დამკვირვებელია, ხოლო მამა მის სანახავად მივიდა - "მამაჩემი ჩემ სანახავად მოვიდა, სხვათა შორის გუშინ ჩამოვიდა " -...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.
ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 8 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის...
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ აძლევენ მოსახლეობას საშუალებას შევიდნენ უბანზე და გააკეთონ არჩევანი. ისინი ცდილობენ არეულობის შეტანას. უბნებზე დადიან: შაშკინი, ხაბეიშვილი, მერაბიშვილი. ჩვენი ამოცანაა ეს დღე მშვიდობიანად მოვიყვანოთ ბოლომდე, - განაცხადა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დადიან და აფრიალებენ ვაუჩერებს, ვითომ "ოცნებამ" დაურიგათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. #39 უბანზე მარკირებიანი ცდილობდა შესვლას, #28-ე უბანზე აცხადებდნენ, რომ არასამთავრობოდან იყვნენ,...
“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანიამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ არანაირი პროვოკაციას არ აყვნენ და არჩევანი მშვიდად დააფიქსირონ.
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა საკმაოდ მაღალია, 20 000-მდე ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
მისი თქმით, რამდენიმე უბანზე იყო ხმაური, რეალურად კი, ეს ყველაფერი გამოწვეულია “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების და მათთან ასოცირებული ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ.
“მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი სხვადასხვა...
ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაციით, არცერთი პირი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობს, კოვიდინფიცირებული არ არის.
იოსელიანი ამით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის 106-ე საარჩევნო უბანზე, ცოლ-ქმარს, რომლებიც კომისიის წევრები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა საარჩევნო უბანზე თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ.
„კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მონაცემებს შესაბამისი უწყებები გვაწოდებენ და ასევე იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც არჩევნების დღისთვის იქნებიან...
პოლარიზაციის წყარო დღეს დამარცხდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მოახერხებს სრულ მობილიზებას, 20-ვე საარჩევნო ოლქში მოგება გარანტირებული იქნება.
„მივმართავ ჩვენს ამომრჩეველს, დაუშვებელია რომ სადმე დავდოთ რისკი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელმა რაიმე გამარჯვება მოიპოვოს, ამიტომ დღის განმავლობაში გვჭირდება სრული მობილიზება, იმისთვის რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ.
როგორც...
მოვუწოდებ მედიის ყველა წარმომადგენელს - თავი დაანებონ იმ ადამიანების ბულინგს, რომლებსაც სიები უჭირავთ, რადგან მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველას, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, თუ იცავს 100-მეტრიან დისტანციას, აგიტაციის უფლებაც კი აქვს.
„სადაც ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის, ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, არსებითი...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურისა და სუს-ის წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მიმართეს და აქტიური ჩარევის შედეგად პირადობის მოწმობები უკან დაუბრუნდათ.
„მინდა პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს და სუს-ს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვან პირადობის მოწმობები....
რუსთავის მე-2 საარჩევნო უბანზე მყოფი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ოლმედიას წარმომადგენლის განცხადებით, დაინახა, როგორ ინიშნავდა რეგისტრატორი ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ფურცლებზე. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტი იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა.
უბნის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ თავად დაავალა რეგისტრატორებს ცალკე ფურცელზე ჩაეწერათ ამომრჩეველთა ნომრები, რათა საათში ერთხელ დაეთვალათ მისული ამომრჩევლების რაოდენობა. ჩვენს კითხვაზე, აუცილებელი იყო თუ არა ნომრის ამოწერით დათვლა,...
შემდეგი სტატია
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ხმის მიცემის გაყალბების ფაქტები გაასაჯაროა. კორძაიამ საზოგადოებას ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა წარუდგინა, რომლითაც კონკრეტული პიროვნება საარჩევნო უბანზე ხმას რამდენჯერმე აძლევდა.
"ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმაოჩინეს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ამის მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა. სხელი ემტხვევა ორივეშ, ორივეშ ემტხვევა დაბადების თარიღი, ორივეში ემთხვევა პირადი ნომერი, ორივე არის...
ხულოში განმეორებითი არჩევნები ორ სამაჟორიტარო ოლქში ტარდება - დაბა ხულოსა და დეკანაშვილების თემში. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
დაბის თემში ერთმანეთს ოპოზიციონერი კანდიდატები, გახარიას პარტიიდან ირაკლი ბოლქვაძე, ხოლო ნაციონალებიდან ლევან მახარაძე უპირისპირდებიან. ორივე მათგანი ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრია.
რაც შეეხება დეკანაშვილების თემს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად მანდატის მოპოვებას მმართველი პარტიიდან ნადიმ დეკანაძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ თენგიზ შანთაძე ცდილობს.
არჩევნების პირველივე ტურში გამოვლინდა მერობის გამარჯვებული კანდიდატი...
ცესკო სავარაუდო დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ბრიფინგზე აღნიშნა, მედიის მიერ გავრცელებული ზოგიერთი ინფორმაცია დადასტურდა, მათ შორის, დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველმა შეცდომით წარადგინა მისი ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა, თუმცა, ნათია იოსელიანის თქმით, მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა ხმა საკუთარი პირადობის მოწმობით მისცა.
„ბათუმში, მე-9 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სხვა წევრების მისვლამდე დაიწყო პროცედურები, გადათვალა ბიულეტენები, კომისიის წევრების...
ხმაური იყო ხელვაჩაურის N20 საარჩევნო უბანზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აცხადებდა, რომ უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ბიულეტების გატანისა და სეიფში შენახვის მცდელობა ჰქონდა, რაც ბიულეტენების დაკარგვისა და ე.წ. კარუსელის დატრიალების საფრთხეს წარმოადგენდა. ინფორმაციას აარის მაუწყებელი ავრცელებს.
უბნის თავმჯდომარის განცხადებით, მას არანაირი მსგავსი მცდელობა არ ჰქონია. მისივე განმარტებით, ბიულეტენების შენახვაზე პასუხისმგებელი მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეა.
"საარჩევნო ბიულეტენზე პასუხისმგებელია მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე, ის ღებულობს გადაწყვეტილებას თუ...
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წარმომადგენლის განცხადებით, რუსთავის საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევება ხდება. ამის შესახებ მან განცხადება რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიასთან გააკეთა და თავმჯდომარეს მოუწოდა, უზრუნველყოა საუბნო საარჩევნო კომისიებმა კეთილსინდისიერად ჩაატარონ არჩევნები.
“რამდენიმე ფაქტი, როდესაც კომისიის წევრები პირად მონაცემებს უცხო პირებს მობილური ტელეფონით გადასცემენ. ასეთი ფაქტები დავაფიქსირეთ და მყისიერად მოხდა კომისიის წევრების მიერ ჩვენი დამკვირვებლების გაძევება. ხდება ჩვენი დამკვირვებლების მასიურად, ყველა...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგი გამართა და ზუგდიდის უბნებზე დაგეგმილ ე.წ. კარუსელებზე ისაუბრა.
ბრიფინგზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იმ ადამიანების კონკრეტული სახელები და ასევე მანქანის ნომრები დააასახელა, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან და "კარუსელის დატრიალებას" ცდილობენ.
"ფიზიკური დაპირისპირება გვქონდა ზუგდიდის მე-20 უბანზე, ასევე, ზუგდიდის 81-ე უბანზე, სადაც ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც შეეცადა საჩივრის დაწერას, გაარტყეს ხელი "ქართული ოცნების" დამკვირვებლებმა. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით ზუგდიდის 31-ე და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































