ხმის მიცემა ყალბი პირადობებით – თამარ კორძაია ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ

683

შემდეგი სტატია

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ხმის მიცემის გაყალბების ფაქტები გაასაჯაროა. კორძაიამ საზოგადოებას ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა წარუდგინა, რომლითაც კონკრეტული პიროვნება საარჩევნო უბანზე ხმას რამდენჯერმე აძლევდა.

“ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმაოჩინეს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ამის მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა. სხელი ემტხვევა ორივეშ, ორივეშ ემტხვევა დაბადების თარიღი, ორივეში ემთხვევა პირადი ნომერი, ორივე არის მოქმედი, იმიტომ, რომ ორივეს მოქმედების ვადა არის 2031 წლამდე, არ ემტხვევაგვარი და სერია პირადობის მოწმობის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ დღეს ამ მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არცევნებს. შესაბამსიად, დღეს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას”,- განაცხადა კორძაიამ.