ხულოში განმეორებითი არჩევნები ორ სამაჟორიტარო ოლქში ტარდება – დაბა ხულოსა და დეკანაშვილების თემში. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
დაბის თემში ერთმანეთს ოპოზიციონერი კანდიდატები, გახარიას პარტიიდან ირაკლი ბოლქვაძე, ხოლო ნაციონალებიდან ლევან მახარაძე უპირისპირდებიან. ორივე მათგანი ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრია.
რაც შეეხება დეკანაშვილების თემს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად მანდატის მოპოვებას მმართველი პარტიიდან ნადიმ დეკანაძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ თენგიზ შანთაძე ცდილობს.
არჩევნების პირველივე ტურში გამოვლინდა მერობის გამარჯვებული კანდიდატი ვახტანგ ბერიძე, რომელიც საარჩევნო სუბიექტად, მმართველმა პარტიამ უკვე მეორედ წარადგინა.