ფოთში მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძემ გადაწყვიტა საარჩევნო პროცესი უშუალოდ გააკონტროლოს და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან – დედასთან და მამასთან მივიდა. მთავარი არხის კამერამ ის დააფიქსირა, თუმცა ვაჭარაძე უბანზე ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტს უარყოფს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თავად ვაჭარაძე ამბობს, რომ დედამისი დამკვირვებელია, ხოლო მამა მის სანახავად მივიდა – “მამაჩემი ჩემ სანახავად მოვიდა, სხვათა შორის გუშინ ჩამოვიდა ” – ამბობს ვაჭარაძე და მედიას ტყუილებში ადანაშაულებს
საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფებიან ქალაქის მერიის მოქმედი თანამშრომლებიც.
ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ყველა დარღვევის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია.
ცოტა ხნის წინ გააკეთა საკუთარი არჩევანი ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა. გიგი უგულავა მოსახლეობას მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს. მან გიორგი გახარია მხარდამჭერებს მიმართა, რომ ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის და თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია – “პირდაპირი მნიშვნელობით გადასარჩენია ქალი და ქვეყანა. ეს ქალაქი ჩვენია და არა იმ რამდენიმე ოჯახის, რომლებმაც დაინაწილეს” – ამბობს უგულავა.