ენმ: ხელვაჩაურის მე-20 უბნის თავმჯდომარეს ბიულეტების გატანისა და სეიფში შენახვის მცდელობა ჰქონდა

309

ხმაური იყო ხელვაჩაურის N20 საარჩევნო უბანზე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აცხადებდა, რომ უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ბიულეტების გატანისა და სეიფში შენახვის მცდელობა ჰქონდა, რაც ბიულეტენების დაკარგვისა და ე.წ. კარუსელის დატრიალების საფრთხეს წარმოადგენდა. ინფორმაციას აარის მაუწყებელი ავრცელებს.

უბნის თავმჯდომარის განცხადებით, მას არანაირი მსგავსი მცდელობა არ ჰქონია. მისივე განმარტებით, ბიულეტენების შენახვაზე პასუხისმგებელი მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეა.

“საარჩევნო ბიულეტენზე პასუხისმგებელია მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე, ის ღებულობს გადაწყვეტილებას თუ სად შეინახავს, როგორ. 8 საათისთვის თავმჯდომარემ გაცემული და შენახული ბიულეტენების თანხვედრა უნდა შეადაროს და უნდა იყოს თანხვედრაში. მიუხედავად ამისა, მათ პირველივე წამიდან დაიწყეს გაურკვეველი პრეტენზიები”-აცხადებს სააჩევნო უბნის თავმჯდომარე.