ხმაური და დაპირისპირება იყო დიღომში, მე- 40 საარჩევნო უბანზე, სადაც ერთმანეთს ე.წ. ძველი ბიჭები და დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ავტოფარეხში გაშლილ სუფრასთან ქუჩის ბიჭები, ამომრჩეველს ეპატიჟებოდნენ და ჭიქა ღვინის სანაცვლოდ, მმართველი პარტიის შემოხაზვას აიძულებდნენ. ამ ფაქტის გადაღების შემდეგ, კრიმინალების ჯგუფი გაღიზიანდა და დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირება მოგვიანებით საარჩვენო უბანზე გაგარძლდა. ნაცემია 2 დამკვირვებელი, ერთი სამედიცინო...
video
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, დამკვირვებლად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აკაკი ნატროშვილი იმყოფება და საარჩევნო კაბინაში, რამდენიმე ამომრჩეველს ერთად უშვებს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. ინფორმაციას ამის შესახებ, უბანზე მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები ავრცელებენ. მათი განმარტებით, ნატროშვილი ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ ცდილობს ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინოს. თავად აკაკი ნატროშვილი არ უარყოფს, რომ კაბინაში ამომრჩევლები ერთად შეუშვა და ამბობს, რომ მოქალაქეებმა დახმარება თავად...
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მიყვანას სთავაზობს. "თუ გეზარებათ ან თქვენით ვერ ახერხებთ ხმის მისაცემად წასვლას თბილისში, ნინა საჯაის მისწერეთ, მე გამოგივლით და მიგიყვანთ, რამდენსაც მოვასწრებ", - წერს ჯაფარიძე. https://www.facebook.com/zurabj/posts/10158682072368925  
ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დამკვირვებლით აკვირდება, აცხადებს, რომ 14:00 საათისთვის სამივე ქალაქში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. და ამ დროისთვის ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაუწერიათ. იდენტიფიცირებული დარღვევები და ტენდენციები ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინები ახალი რეკომენდაციის შესაბამისად არის მოწყობილი. დამკვირვებლები ამომრჩეველს...
"ქართული ოცნების" თელავის შტაბი სოფელ რუისპირის საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებლის გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. შტაბის წარმომადგენლის, ბენო გეგეჭკორის ინფორმაციით, საკრებულოს მოქმედი წევრი, ზურაბ ნაცარაშვილი, უბანზე, დამკვირვებლის გაყალბებული მოწმობით გადაადგილდება. ” მე შემიძლია წარმოგიდგინოთ მისი მოწმობა, რომელიც აღარ არის მოქმედი. ის ჩვეულებრივად გადაადგილდება უბანზე და ზემოქმედებას ახდენს ამომრჩვეველზე. ჩვენ დავუკავშირდით 112-ს და ვითხოვთ მის გაყვანას უბნიდან”- განაცხადა გეგეჭკორმა. ჯერჯერობით, ერთიან...
ე.წ. კარუსელი და ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა სენაკში - 43-ე უბანზე ხმა სპეცსიით შენობის დამლაგებელმა მისცა. როგორ მოხვდა უცხო პირი სპეციალურ სიაში, ამაზე პასუხი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს არ აქვს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ტვ პირველთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნულმა დამლაგებელმა ხმა 43-ე უბანზე სპეცსიით მისცა, თუმცა როგორ აღმოჩნდა ამ სიაში პიროვნება, რომელიც წესით, არ უნდა ყოფილიყო,...
თელავში, იყალთოს მე-20 და მე-17 საარჩევნო უბანზე საჩივრები დაიწერა. საოლქო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ის საკითხები, რაზეც საჩივარი დაიწერა ადგილზე მოგვარდა და ამ დროისთვის თელავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ,,ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ უბანზე შესულ ამომრჩეველს ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა პირადობა შეუმოწმა, მეორე ორგანიზაციის წარმომადგენლელმა კი დიდხანს მოუნდაო შემოწმებას საბუთისო, ამაზე დაწერა საჩივარი....
რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე დააკავა. დაპირისპირება ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებლების გაძევება სცადეს. კაპანაძეს სამართალდაცველებმა საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ავტომობილში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით გადაიყვანეს. საარჩევნო უბანზე გიორგი კაპანაძე აკაკი ბობიხიძესთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო იყო მისული. აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლის საარჩევნო ნომრებს...
რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. იგი უბნის შიდა ტერიტორიაზე შევიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს გაესაუბრა. ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ შენიშვნის მიცემა დაიწყო. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ დამკვირვებლები ახლოს იდგნენ ხმის მიცემის კაბინასთან, რითაც კანონი ირღვეოდა. ასევე, მას შენიშვნა ჰქონდა დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ამ...
საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა 4 საჩივარი, მათგან სამი საჩივარი შემოტანა საიამ, ხოლო ერთი „საერთაშორისი გამჭირვალობა საქართველომ“, - ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. „დარეგისტრირებული საჩივრები მცირე პროცედურულ დარღვევებს ეხება, საოლქო საარჩევნო კომისია დადგენილ ვადაში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას, მართალია დარეგისტრირდა საჩივრები, მაგრამ ხარვეზები უკვე ყველა უბანზე აღმოფხვრილია“, - განაცხადა ციალა...
ხმაური იყო ფოთში, მე-12 საარჩევნო უბანთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, სამარშუტო ტაქსებში მოქალაქებს დასურათებული სიები ეჭირათ და გამოგლიჯა ხელიდან, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით, ყველა უბანთან დგას სამარშრუტო ტაქსები და არაა 100 მეტრის დისტანცია დაცული. როგორც ის ამბობს, მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. „ხელიდან გამოვგლიჯე სიები. პირადობის ნომრებით იყო ეს სიები, ისე უბრალო სია კი არ...
ენმ-ში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა მოსყიდვის და ამომრჩეველთა კონტროლის ფაქტები. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ენმს- დამკვირვებლებმა ჩუღურეთში "ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილია იმ ადამიანების პირადი მონაცემები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ. გარდა ამისა, უდუმაშვილის ინფორმაციით, ისნის 17-ე უბანზე დგას მიკროავტობუსი, საიდანაც ფულს არიგებენ. უდუმაშვილის თქმით. უკვე დაახლოებით 20 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში,...
წინა სტატია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, წევრს, თამარ კორძაიას პასუხობს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მედიაში გავრცელდა თამარ კორძაიას ცრუ ბრალდება, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს. „სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია კურტანიძე "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან მოხდა. ინციდენტის ვიდეოკადრებს ტელეკომპანია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები. დღეს, ისევე, როგორც არჩევნების პირველ...
„ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდის 76-ე უბანთან შეკრებილი მოქალაქეები არ არიან ე.წ. ძველი ბიჭები, უმეტესი მათგანი “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის მხარდამჭერია, რომლებიც საარჩევნო უბანთან კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დგანან. ამის შესახებ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს 76-ე უბანთან განუცხადა, რომელთან დაკავშირებითაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ გარკვეულ უბნებთან, მათ შორის, 76-ე უბანთან, ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული. “ჩვენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ