თელავში უბნებზე ორი საჩივარი დაიწერა

295

თელავში, იყალთოს მე-20 და მე-17 საარჩევნო უბანზე საჩივრები დაიწერა. საოლქო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ის საკითხები, რაზეც საჩივარი დაიწერა ადგილზე მოგვარდა და ამ დროისთვის თელავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

,,ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ უბანზე შესულ ამომრჩეველს ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა პირადობა შეუმოწმა, მეორე ორგანიზაციის წარმომადგენლელმა კი დიდხანს მოუნდაო შემოწმებას საბუთისო, ამაზე დაწერა საჩივარი. მე პირადად ველაპარაკე საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და იქ სიმშვიდეა. აღსანიშნავია, რომ ყველა დამკვირვებელს უბანზე აქვს უფლება, რომ ნახოს ამომრჩევლის პირადობა და შეადაროს სახე და ფოტოსურათი ერთმანეთს.

ერთი საჩივარი კი დაიწერა იყალთოსს მე-20 უბანზე, სადაც პირი რომელიც კოვიდსიაში იყო, საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. მანამ კი ჩვენ დავრეკეთ და ის ამოღებულია კოვიდსიიდან. მას რეგულაცია ჰქონდა მოხსნილი, არ უნდოდა ყუთი მისულიყო სახლში და ადგილზე მისცა ხმა”, – განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.

მსგავსი სიტუაცია იყო კურდღელაურის N49-ე უბანზეც, სადაც კოვიდსიაში აღრიცხული იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარე. რევაზ გაიპარაშვილის თქმით, აღნიშნულ პირს 27-ში დაუმთავრდა იზოლაციის ვადა.

მისი თქმით, 12 საათის მონაცემებით, თელავში საკუთარი არჩევანი უკვე 9 897 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 17, 70 პროცენტია.