“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მიყვანას სთავაზობს.
“თუ გეზარებათ ან თქვენით ვერ ახერხებთ ხმის მისაცემად წასვლას თბილისში, ნინა საჯაის მისწერეთ, მე გამოგივლით და მიგიყვანთ, რამდენსაც მოვასწრებ”, – წერს ჯაფარიძე.