“ქართული ოცნების” თელავის შტაბი სოფელ რუისპირის საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებლის გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
შტაბის წარმომადგენლის, ბენო გეგეჭკორის ინფორმაციით, საკრებულოს მოქმედი წევრი, ზურაბ ნაცარაშვილი, უბანზე, დამკვირვებლის გაყალბებული მოწმობით გადაადგილდება.
” მე შემიძლია წარმოგიდგინოთ მისი მოწმობა, რომელიც აღარ არის მოქმედი. ის ჩვეულებრივად გადაადგილდება უბანზე და ზემოქმედებას ახდენს ამომრჩვეველზე. ჩვენ დავუკავშირდით 112-ს და ვითხოვთ მის გაყვანას უბნიდან”- განაცხადა გეგეჭკორმა.
ჯერჯერობით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების განცხადებისათვის არ უპასუხიათ.