რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე, პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე დააკავა. დაპირისპირება ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებლების გაძევება სცადეს.
კაპანაძეს სამართალდაცველებმა საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ავტომობილში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით გადაიყვანეს.
საარჩევნო უბანზე გიორგი კაპანაძე აკაკი ბობიხიძესთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო იყო მისული. აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლის საარჩევნო ნომრებს იწერდნენ და ამ გზით არკვევდნენ იყვნენ თუ არა “ქართული ოცნების” პოტენციური ამომრჩევლები მისული უბანზე.
პოლიციელებს მედიასთან არ განუმარტავთ, დააკავეს თუ განარიდეს გიორგი კაპანაძე ტერიტორიიდან.