ხმაური და დაპირისპირება იყო დიღომში, მე- 40 საარჩევნო უბანზე, სადაც ერთმანეთს ე.წ. ძველი ბიჭები და დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ავტოფარეხში გაშლილ სუფრასთან ქუჩის ბიჭები, ამომრჩეველს ეპატიჟებოდნენ და ჭიქა ღვინის სანაცვლოდ, მმართველი პარტიის შემოხაზვას აიძულებდნენ.
ამ ფაქტის გადაღების შემდეგ, კრიმინალების ჯგუფი გაღიზიანდა და დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირება მოგვიანებით საარჩვენო უბანზე გაგარძლდა.
ნაცემია 2 დამკვირვებელი, ერთი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.