უდუმაშვილი: ისნის უბანთან მიკროავტობუსი დგას, საიდანაც ფულს არიგებენ

247

ენმ-ში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა მოსყიდვის და ამომრჩეველთა კონტროლის ფაქტები. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ენმს- დამკვირვებლებმა ჩუღურეთში “ოცნების” წარმომადგენლებს სიები წაართვეს, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილია იმ ადამიანების პირადი მონაცემები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ.

გარდა ამისა, უდუმაშვილის ინფორმაციით, ისნის 17-ე უბანზე დგას მიკროავტობუსი, საიდანაც ფულს არიგებენ. უდუმაშვილის თქმით. უკვე დაახლოებით 20 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, როდესაც კოვიდინფიცირებული ამომრჩევლები უბნებზე მივიდნენ.