ფოთში მე-12 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო – “ნაცმოძრაობაში” აცხადებენ, რომ უბნებთან მოქალაქეები იდგნენ, რომლებსაც დასურათებული სიები ეჭირათ

321

ხმაური იყო ფოთში, მე-12 საარჩევნო უბანთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, სამარშუტო ტაქსებში მოქალაქებს დასურათებული სიები ეჭირათ და გამოგლიჯა ხელიდან, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით, ყველა უბანთან დგას სამარშრუტო ტაქსები და არაა 100 მეტრის დისტანცია დაცული. როგორც ის ამბობს, მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება.

„ხელიდან გამოვგლიჯე სიები. პირადობის ნომრებით იყო ეს სიები, ისე უბრალო სია კი არ იყო, ტელეფონის ნომრებიც იყო, ყველფერი გაყალბებისთვის გამზადებული”, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.