სენაკში 43-ე უბანზე, სავარაუდოდ, ე.წ.კარუსელის შემთხვევა დაფიქსირდა

285

ე.წ. კარუსელი და ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა სენაკში – 43-ე უბანზე ხმა სპეცსიით შენობის დამლაგებელმა მისცა. როგორ მოხვდა უცხო პირი სპეციალურ სიაში, ამაზე პასუხი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს არ აქვს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე ტვ პირველთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნულმა დამლაგებელმა ხმა 43-ე უბანზე სპეცსიით მისცა, თუმცა როგორ აღმოჩნდა ამ სიაში პიროვნება, რომელიც წესით, არ უნდა ყოფილიყო, ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ.

ვადასტურებ,მ რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ხმა სპეცსიით მისცა. როგორ აღმოჩნდა ის სპეცსიაში, არ ვიცი, სიებს ადგენს საოლქო. მე რაც მომაწოდეს, იმ სიით ვაკონტროლებ ხმის მიცემას – განუცხადა ,,ტვ პირველს” 43-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ამ ეტაპზე სწორედ 43-ე უბანთან იმყოფება, სადაც კომისიის წევრები მედიის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და ცდილობენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალონ.

ტვ პირველის ჟურნალისტის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან სურათებიანი სამაგიდო სიით გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა, რადგან აღნიშნული სიები მხოლოდ საარჩევნო კომისიიის წევრებს უნდა ჰქონდეთ.

სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე შუშანიამ, თავიდან აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ფაქტის ამსახველი ვიდეომტკიცებულება წარმოუდგინა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

“თქვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში სამაგიდო სიები არ არის. – განაცხადა ცოტნე შუშანიამ და ადგილი მანქანით დატოვა.