ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარი დარეგისტრირდა

308

საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა 4 საჩივარი, მათგან სამი საჩივარი შემოტანა საიამ, ხოლო ერთი „საერთაშორისი გამჭირვალობა საქართველომ“, – ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„დარეგისტრირებული საჩივრები მცირე პროცედურულ დარღვევებს ეხება, საოლქო საარჩევნო კომისია დადგენილ ვადაში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას, მართალია დარეგისტრირდა საჩივრები, მაგრამ ხარვეზები უკვე ყველა უბანზე აღმოფხვრილია“, – განაცხადა ციალა შავაძემ.