დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? - "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია "ანოვას" მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: თბილისი ნიკა მელია - 51% კახა კალაძე - 49% ზუგდიდი ანზორ მელია - 53% მამუკა წოწერია - 47% ბათუმი გიორგი კირთაძე - 51% არჩილ ჩიქოვანი - 49% რუსთავი  დავით კირკიტაძე - 53% ნინო ლაცაბიძე - 47% ქუთაისი  ხატია დეკანოიძე - 53% იოსებ ხახალეიშვილი -...
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი: კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57.2%; ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8% რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53.8%; დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46.2%. ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51.9%; ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48.1%. ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50.8%; გიორგი...
ხმის მიცემა დასრულებულია. ხმის დათვლის პროცესი იწყება. დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს ირჩევდნენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი იყო ასარჩევი. მერის არჩევნები ტარდებოდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად 50%-იანი...
160-ე საჯარო სკოლაში საარჩევნო უბანზე ხმაურია. დაპირისპირება მოხდა პარტიების დამკვირვებლებს შორის. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მარკირების მქონე მამაკაცი საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა. ადგილზე იმყოფება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ექსპერტიც. მამაკაცი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მარკირება არ აქვს. უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა.
წინა სტატია ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ირაკლი კინწურაშვილის განცხადებით, უბნისთვის ქვების დაშენა არ მომხდარა. როგორც კინწურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საარჩევნო უბნის ფანჯარას მხოლოდ ერთი მცირე ზომის ქვა მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ,,უბნისთვის ქვები არავის დაუშენია, ერთადერთი ქვა მოხვდა. მოვახდინეთ რეაგირება და დავურეკეთ უბანზე მომაგრებულ პოლიციას, რომელიც ახლა პერიმეტრს აკონტროლებს. ქვის სროლას მინის დაზიანება არ გამოუწვევია. გადავიხედეთ ფანჯრიდან, მაგრამ...
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთანავე, მან მოუწოდა მოქალაქეებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. დამკვირვებლებმა დაწერეს 15 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ თბილისში #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე, #3...
ფოთში “ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში დგანან და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მისივე თქმით, ყველა უბანთან მიკროავტობუსი დგას და მიკროავტობუსში მყოფ პირებს დასურათებული სიები აქვთ. „ხალხს უნდა ცვლილება. პოლიციას როგორ ელაპარაკებიან იცით? „გაიწიე ბიჭო“. ხელისუფლება ახალისებს ამ „შპანას", -განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებთან ახალგაზრდების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას...
ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დამკვირვებელი, ოთარ აბესაძე აცხადებს, საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, რასაც ფანჯრების ჩამსხვრევა მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. „ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, ფანჯარას ქვები მოხვდა, ამან დაძაბულობა გამოიწვია, პოლიციას დავურეკეთ, რომ მეთვალყურეობა გააგრძელონ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და პროვოკაციები არ მოხდეს“, - განაცხადა აბესაძემ.
„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, მოზრდო ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა. აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა აკრედიტაციის მოწმობის ქსეროასლები უბანზე, ყუთში,...
ქუთაისის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, ხატია დეკანოიძე საარჩევნო უბნებზე მომხდარ სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკანონო ქმედებებში საჯარო მოხელეებიც არიან ჩართულები. "95-ე, 91-ე, 86-ე, 33-ე უბნებზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან, რომლებსაც ხელზე სპეციალური ნიშნული აქვთ იმისთვის, რომ არ გაუკეთონ მარკირება. ასეთი ამომრჩევლები აუცილებლად უნდა გაკონტროლდნენ. უკანონო ქმედებაში ჩართულია რამდენიმე საჯარო მოხელე. ვაფრთხილებ მათ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ადამიანებისთვის ქრთამის გადახდა", —...
ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს ვაზისუბნის 62-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განუცხადა. „ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ და მეათედ. ეს მოხდა მეოცედ, ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასეთი ტიპის რეაგირება არის სამწუხარო. მოვუწოდებ ყველას, მაგალითად მელიას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან....
დაფიქსირდა მეორე ტურისთვის უპრეცედენტო აქტიურობა და მადლობა ყველა ამომრჩეველს უპრეცედენტო სამოქალაქო აქტიურობისთვის. შემოსულია მონაცემები ჩვენი აქტივისგან. 19:00 საათის მონაცემებით, ჩვენ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ იაქტიურონ და ხმის მისაცემად დარჩენილი დრო გამოიყენონ. „საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ამისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. რაც...
ოზურგეთში, სოფელ გომში, კომისიის თავმჯდომარე სახლში წავიდა. ინფორმაციას "ტვ პირველ" ავრცელებს. მისივე ცნობით, ხატია ყაზაიშვილს წასვლამდე ოლქის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და რაღაც დავალება მისცეს, რის შემდეგაც მან მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა და სახლში წავიდა. ინფორმაციას უარყოფს ოზურგეთის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომაძე. მისი თქმით, ყაზაიშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში ამის გამო წავიდა. თავად ხატია ყაზაიშვილი ,,ტვ პირველთან" კომენტარს არ აკეთებს....
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე Fecbook-ზე წერს, რომ ზუგდიდში რამდენიმე უბანზე დარბევის მცდელობასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია. წითლიძის თქმით, ამ წუთებში საარჩევნო უბნებისკენ მიემართება, სადაც ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული. "პოლიციიდან პირდაპირ მივდივარ კახათის და დარჩელის უბნებზე სადაც მობილიზაცია აქვს ძველ ბიჭებს. პოლიციას ვთხოვე ამ უბნებზე დამატებითი ჯგუფები რადგან გვაქვს დარბევის მცდელობაზე ინფორმაცია. ბლოკნოტი რომელსაც ეძებდნენ პოლიციამ ვერ იპოვა და საიმედო ადგილასაა", - წერს ანა...
კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს მივმართავ - მაგრად დადექით! ჩვენ ვიქნებით უბნების გარეთ, თქვენ იქნებით უბნების შიგნით. არავინ - საარჩევნო შტატებში! არავინ - სახლებში! ყველანი გარეთ! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მმართველი პარტია „აღიარებს“, რომ დამარცხდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ეს რიცხვი სულ მცირე ორჯერ და სამჯერ უნდა გამრავლდეს, რეალური შედეგის საჩვენებლად. ამასთანავე, როგორც მელიამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ