160-ე საჯარო სკოლაში საარჩევნო უბანზე ხმაურია. დაპირისპირება მოხდა პარტიების დამკვირვებლებს შორის. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მარკირების მქონე მამაკაცი საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა.
ადგილზე იმყოფება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ექსპერტიც. მამაკაცი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მარკირება არ აქვს.
უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა.