დეკანოიძე: უბნებზე მიდიან ადამიანები, რომლებსაც ხელზე სპეციალური ნიშნულები აქვთ, რათა არ გაუკეთონ მარკირება

310

ქუთაისის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, ხატია დეკანოიძე საარჩევნო უბნებზე მომხდარ სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკანონო ქმედებებში საჯარო მოხელეებიც არიან ჩართულები.

“95-ე, 91-ე, 86-ე, 33-ე უბნებზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან, რომლებსაც ხელზე სპეციალური ნიშნული აქვთ იმისთვის, რომ არ გაუკეთონ მარკირება. ასეთი ამომრჩევლები აუცილებლად უნდა გაკონტროლდნენ.

უკანონო ქმედებაში ჩართულია რამდენიმე საჯარო მოხელე. ვაფრთხილებ მათ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ადამიანებისთვის ქრთამის გადახდა”, — განაცხადა დეკანოიძემ ბრიფინგზე.

ოპოზიციის კანდიდატმა დაასახელა ავტომობილების ნომრები, რომლებიდანაც, მისი ინფორმაციით, არიგენებ ფულს და ასევე უბნებზე გადაყავთ მოქალაქეები.

გარდა ამისა, დეკანოიძემ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ საკუთარი არჩევანი არ დაუფიქსირებიათ, საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.