ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ირაკლი კინწურაშვილის განცხადებით, უბნისთვის ქვების დაშენა არ მომხდარა.
როგორც კინწურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საარჩევნო უბნის ფანჯარას მხოლოდ ერთი მცირე ზომის ქვა მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
,,უბნისთვის ქვები არავის დაუშენია, ერთადერთი ქვა მოხვდა. მოვახდინეთ რეაგირება და დავურეკეთ უბანზე მომაგრებულ პოლიციას, რომელიც ახლა პერიმეტრს აკონტროლებს. ქვის სროლას მინის დაზიანება არ გამოუწვევია. გადავიხედეთ ფანჯრიდან, მაგრამ გარეთ არავინ არ იყო“, – აღნიშნა 43-ე უბნის თავმჯდომარე ირაკლი კინწურაშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის 43-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დამკვირვებელი, ოთარ აბესაძე აცხადებს, საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, რასაც ფანჯრების ჩამსხვრევა მოჰყვა.