ოზურგეთში, სოფელ გომში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახლში წავიდა

287

ოზურგეთში, სოფელ გომში, კომისიის თავმჯდომარე სახლში წავიდა. ინფორმაციას “ტვ პირველ” ავრცელებს. მისივე ცნობით, ხატია ყაზაიშვილს წასვლამდე ოლქის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და რაღაც დავალება მისცეს, რის შემდეგაც მან მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა და სახლში წავიდა.

ინფორმაციას უარყოფს ოზურგეთის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომაძე. მისი თქმით, ყაზაიშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში ამის გამო წავიდა.

თავად ხატია ყაზაიშვილი ,,ტვ პირველთან” კომენტარს არ აკეთებს. როგორც კი მან გაიგო, რა საკითხზე ურეკავდნენ, ტელეფონი გათიშა.