“ნაცმოძრაობის” წევრი: ფოთში საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან და  ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ

289

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში დგანან და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მისივე თქმით, ყველა უბანთან მიკროავტობუსი დგას და მიკროავტობუსში მყოფ პირებს დასურათებული სიები აქვთ.

„ხალხს უნდა ცვლილება. პოლიციას როგორ ელაპარაკებიან იცით? „გაიწიე ბიჭო“. ხელისუფლება ახალისებს ამ „შპანას”, -განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებთან ახალგაზრდების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას უარყოფენ.

„რაც შეეხება იმას, თითქოს უბნებთან არაფხიზელ მდგომარეობაში ახლაგაზრდები იმყოფებიან, ვერ დაგიდასტურებთ. მე ვიყავი რამდენიმე უბანზე, ვნახე გარე პერიმეტრი და მსგავსი ფაქტი არ შემინიშნავს”, – განაცხადა სალომე როდონაიამ.