ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც გააკეთეს და რასაც ახლა აკეთებენ, ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები, ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით, ჩვენ სხვა გზას ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ არ გვიტოვებს, ეს არ არის არჩევნები, ამასთან შეგუება არ მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ქართული...
ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით, უკომპრომისო ბრძოლა იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვიწროპარტიული ინტერესები და პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. „ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე, უკომპრომისო ბრძოლა იქნება. ვიწროპარტიული ინტერესები აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვიძა. რა არის ჩვენი ამოცანა? ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხელვაჩაურში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 47 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: ზაზა დიასამიძე (ქართული ოცნება – N41) –55.007% მიშა ბოლქვაძე (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 44.993%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხობში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ბუკიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 33 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: დავით ბუკია (ქართული ოცნება – N41) – 56.78 % ბესიკ შენგელია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 43.22%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 69 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: გენადი ბალანჩივაძე (ქართული ოცნება – N41) – 57.167 % ზაზა მეტრეველი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 42.833%.
თიანეთში, სადაც უბნების 100%-ია უკვე დათვლილი, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა მოიგო. მას ხმათა 54.826% აქვს მიღებული. რაც შეეხება მის კონკურენტ თამაზ მეჭიაურს, მან ხმათა 45.174% მიიღო. მეჭიაური ბოლო 4 წელი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი იყო. სულ თიანეთის მუნიციპალიტეტში 21 საარჩევნო უბანია. წინასწარ შედეგებში ყველა ამ უბნის მონაცემი უკვე ასახულია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის მერი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე გახდა. მერის არჩევნების მეორე ტურში მან ხმათა 53.717% მიიღო. რაც შეეხება ენმ-ს კანდიდატ დავით კირკიტაძეს, მან ხმათა 46.283% დააგროვა. სულ რუსთავში 88 საარჩევნო უბანია. დათვლილია უბნების 100%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ცაგერში მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 42 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი ნემსაძე (ქართული ოცნება - N41) –62.873% ბესარიონ ბენდელიანი (გახარია საქართველოსთვის - N25) – 37.127%.
მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა გრძელდება თითოეული ხმისთვის, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წარმომადგენელმა, მამუკა ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე. მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციაში ადანაშაულებს. „ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ახლანდელმა თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ სულ რაღაც 0,5%-ით, 0,8%-ით იგებენ არჩევნებს, უკვე მიუთითებს, ასეთი შანტაჟის, ამხელა მოსყიდვის, ამდენი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად, მაქსიმალურად ყველა უბნებში და ქალაქებში მათ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თელავში მეორე ტურში “ქართული ოცნების” ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 55 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 56.899% გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 43.101 %.
"წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით. რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ", - წერს Facebook-ზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთში, მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 33 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი უგულავა (ნაციონალური მოძრაობა №5) - 42,6%; ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება №41) - 57.3%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხაშურში მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს ინფორმაციით, 53 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: თენგიზ ჩიტიაშვილი (ქართული ოცნება - N41) – 59.082% იოსებ ბუაძე (ნაციონალური მოძრაობა - N5) – 40.918%.
თელაველი აქტივისტი, არჩილ მჭედლიშვილი ისევ არ ნებდება - მან მეორე ტურშეც მერობის კანდიდატები კვლავ გადახაზა, მათ ნაცვლად "ცხვარი" შემოხაზა და ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვა. მჭედლიშვილმა, 2017 წელს თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის წართმევის გამო, პროტესტის ნიშნად არჩევნებზე “ცხვარი” დაარეგისტრირა და მოქალაქეებს მოუწოდებდა, ხმა სწორედ “ცხვრისთვის” მეცათ. მას შემდეგ, უკვე მეოთხე წელია, ის არჩევნებზე, პროტესტის ნიშნად, კვლავ “ცხვარს” აძლევს ხმას...
„ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული , - ამის შესახებ პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. “ „ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა,...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბაღდათში დათვლილია ხმების 100% და "ქართული ოცნების" კანდიდატი იგებს. შედეგები ასე გადანაწილდა: კახა ენუქიძე (ქართული ოცნება) — 60.693%; გიორგი რობაქიძე (ენმ) — 39.307%. 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ