ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის მერი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე გახდა. მერის არჩევნების მეორე ტურში მან ხმათა 53.717% მიიღო.
რაც შეეხება ენმ-ს კანდიდატ დავით კირკიტაძეს, მან ხმათა 46.283% დააგროვა.
სულ რუსთავში 88 საარჩევნო უბანია. დათვლილია უბნების 100%.