„ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული , – ამის შესახებ პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს.
“ „ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც მე აღვწერე, ყველგან, ყველა უბანზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები და იცავენ თითოეულ ხმას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლებას ამ შედეგით, მათ შორის, რაც გამოაქვეყნეს ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. შეუძლებელია დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. უახლოეს მომავალში მივაღწევთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.