წინასწარი მონაცემებით, თელავში “ოცნების” კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა

843

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თელავში მეორე ტურში “ქართული ოცნების” ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 55 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 56.899%
  • გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 43.101 %.