წინასწარი მონაცემებით, ხაშურში “ოცნების” კანდიდატმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა

787

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხაშურში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 53 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • თენგიზ ჩიტიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 59.082%
  • იოსებ ბუაძე (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 40.918%.